.com
ნარდის თამაშის უდიდესი საიტი პლანეტაზე
მთავარი ნარდის გადმოწერა როგორ უნდა ვითამაშოთ კითხვები და პასუხები ტურნირები 24x7 თანადგობა მოუყევი მეგობარს პარტნიორული პროგრამა უსაფრთხოება

ნარდის თამაშის წესები




  
დაიწყეთ თამაში!
ნარდის თამაში წარმოსახვით ფულზე

ითამაშეთ ნარდი ინტერესზე და გააუმჯობესეთ თქვენი თამაში. როდესაც აითვისებთ ამ თამაშის საფუძვლებს, თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ ფულზე თამაშზე.

Back to Top

ნარდის თამაში ნამდვილ ფულზე

ნარდის თამაში Play65™ — შიეს არის რეალური თამაში, რომელშიც თქვენ შეიძლება შეხვდეთ მრავალ საინტერესო ადამიანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ითამაშოთ მათთან ნამდვილ ფულზე.
სანამ მიიღებდეთ ნამდვილ ფულზე თამაშის საშუალებას, აუცილებელია გადაიტანოთ გარკვეული თანხა თქვენს ანგარიშზე.ფულის გადარიცხვის შემდეგ შეიძლება შეუდგეთ თამაშს. არსებობს თამაშის დაწყების ორი მეთოდი: შეიძლება არსებულ ცხრილთან მიერთება ან ახლის შექმნა. თამაშში მონაწილეობის მისაღებად ორივე შემთხვევაში უნდა დაიდოს ფსონი. მთელი ფული შეხვდება გამარჯვებულს, რომელსაც უწევს პატარა გადასახადი.
დააჭირეთ აქ იმისათვის, რომ გადავხედოთ საკომისიო ფსონებს რეალურ ფულზე თამაშის დროს.

Back to Top

თამაშების (მატჩების) სერია და ერთი თამაში (თამაში ფულზე)

არსებობს ორი სათამაშო რეჟიმი:

თამაშების სერია (მატჩების) - თამაშების სერია ორ მოთამაშეს შორის, რომელიც მთავრდება, როდესაც ერთერთი დააგროვებს ქულების წინასწარ დათქმულ რაოდენობას. ყოველ თამაშში მოგებული ქულების რაოდენობა უდრის დავბასეს მაჩვენებელს გამრავლებულს მოგების ტიპის შესაბამის რიცხვზე ("მარსის" შემთხვევაში ქულების რაოდენობა ორმაგდება, ხოლო "კოქსის" შემთხვევაში — სამმაგდება).

ერთი თამაში (თამაში ფულზე) - ჩვეულებრივი შეჯიბრი, რომელშიც თითო თამაში არ არის დამოკიდებული სხვაზე. ყოველი თამაშის შემდეგ წაგებული უხდის გამარჯვებულს წინასწარ დადგენილ ფსონს გამრავლებულს დავბასეს მაჩვენებელს და გამრავლებულს გამარჯვების ტიპის შესაბამის რიცხვზე "მარსის" შემთხვევაში ქულების რაოდენობა ორმაგდება, ხოლო "კოქსის" შემთხვევაში — სამმაგდება).

Back to Top

თამაშთა ტაიმერები

ნარდის თამაშის დროს საიტზეPlay65™ დროის ათვლა იწყება ორი ტაიმერის მეშვეობით:

სვლათა ტაიმერი - ამ ტაიმერზე აისახება დრო, დარჩენილი იმაზე, რომ გააკეთო სვლა. ყოველი სვლის შემდეგ ტაიმერის მაჩვენებელი ჩამოვარდება. როდესაც იწურება დრო ამ ტაიმერზე, იწყება გლობალური ტაიმერი.

გლობალური ტაიმერი - ეს ტაიმერი ირთვება მხოლოდ სვლათა ტაიმერის დროის ამოწურვის შემდეგ.

Back to Top

კავშირის დაკარგვა და თამაშის განახლება

თუკი კავშირი წყდება, თქვენ გაქვთ 5 წუთი, რათა განაახლოთ კავშირი და დაუბრუნდეთ თამაშს. ამისათვის საკმარისია კიდევ ერთხელ შეხვიდე, - და შეწყვეტილი თამაში ავტომატურად განახლდება.
თუკი თქვენ არ დაუბრუნდებით თამაშს 5 წუთის შემდეგ, პოზიცია გაანალიზდება და ფული გაიყოფა შესაბამისი წესით.

Back to Top

დავბასე

ნარდის თამაში ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული ფსონით (ან ტურნირში დაგროვილი ქულების განსაზღვრულ რაოდენობამდე). თამაშის განმავლობაში მოთამაშე, რომელსაც აქვს საკმარისი უპირატესობა, უფლებამოსილია გააორმაგოს ფსონი (გამოაცხადოს დავი). დავის გამოცხადება აუცილებელია მანამ, სანამ გააკეთებთ სვლას ან გადმოყრით ზარს (კამათელს).
მოთამაშეს, რომელსაც უცხადებენ დავს, შეუძლია თქვას პასი, ასეთ შემთხვევაში იგი ითვლება წაგებულად და იხდის საწყის თანხას. წინააღმდეგ შერმთხვევაში აუცილებელია დავის მიღება და გაორმაგებული ფსონით თამაში. მოთამაშე, რომელიც იღებს დავს, ხდება კუბიკის მფლობელი; მხოლოდ ახლა შეუძლია მას შესთავაზოს ფსონის მორიგი გაორმაგება.
შემდგომი გაორმაგებები იწოდება რედაბლად. თუკი მოთამაშე უარს ამბობს რედაბლზე, მან უნდა გადაიხადოს ფსონი, რომელიც იყო რედაბლის გამოცხადებამდე. წინააღმდეგ შერმთხვევაში იგი ხდება კუბიკის მფლობელი და თამაში გრძელდება ორმაგი ფსონით. რედაბლების შედეგად საწყისი ფსონი შეიძლება გაიზარდოს არაუმეტეს 64 - ჯერ.

Back to Top

თამაში ბივერთან

ზოგჯერ ერთეული თამაშის რეჟიმში (თამაში ფულზე) შეიძლება გამოყენებულ იქნას დამატებითი წესი. იგი მდგომარეობს შემდეგში - როდესაც მოთამაშეს სთავაზობენ დავს, მას მაშინვე შეუძლია შესთავაზოს შემხვედრი რედაბლი (ბივერი), ისე, რომ ამავე დროს თვითონ ფლობდეს კუბიკს. ისე, როგორც ჩვეულებრივი დავის დროს, მას, ვინც პირველი სთავაზობს ფსონის გაორმაგებას, შეუძლია შეუძლია მიიღოს რედაბლი ან უარი თქვას მასზე.

Back to Top

თამაშის მიზანი

თამაშის მიზანი — შემოიყვანო ყველა ქვა შენს სახლში და შემდეგ მოხსნა დაფიდან. ვინც პირველი მოხსნის ყველა თავის ქვას დაფიდან, ხდება გამარჯვებული.

Back to Top

როგორ მოვკლათ ქვა

პუნქტს, რომელიც დაკავებულია ნებისმიერი ფერის ერთი ქვით, ეწოდება ბლოტი. თუკი ამ პუნქტზე გაჩერდება მოწინააღმდეგის ქვა, ბლოტი ითვლება გაჭრილად და იდება ბარზე (ამაღლებული ადგილი დაფის შუაში).
მოთამაშე, რომლის ერთი ან რამოდენიმე ქვა იმყოფება ბარზე, ვალდებულია ჯერ გააცოცხლოს იგი (ისინი) მოწინააღმდეგის სახლში. იმისათვის, რომ გააცოცხლო ქვა, იგი უნდა განათავსო ღია პუნქტზე იმ ციფრების სესაბამისად, რაც ამოვა კამათელზე.
მაგალითად, თუ კამათელზე ამოვიდა 4 და 6, ქვა შეიძლება გააცოცხლო მოწინააღმდეგის სახლის მეოთხე ან მეექვსე პუნქტში იმ პირობით, თუ ეს პუნქტები არ არის დაკავებული მისი ორი ან მეტი ქვით.
თუკი ყველა პუნქტი დახურულია, მოთამაშე ტოვებს სვლას. თუკი არის იმის საშუალება, რომ გააცოცხლო ზოგიერთი ქვა და არა ყველა, აუცილებელია გააცოცხლო ქვების მაქსიმალური რაოდენობა, ხოლო სვლის დარჩენილი ნაწილი გამოტოვო. მას შემდეგ, რაც გაცოცხლებულია ბოლო ქვა, კამათელზე ამოსული გამოუყენებელი რიცხვი უნდა გამოიყენო ჩვეულებრივი სვლებისათვის.

Back to Top

ავტომატური სვლები

"ავტომატური სვლების" საშუალებით შეგიძლიათ ქვები ავტომატურად გადააადგილოთ, როცა სვლის ინიცირება მოხდება.

**გაითვალისწინეთ, რომ როცა ერთ რიგში ყველა სვლა იძულებითაა ინიცირებული და ამ არჩევანზე თოლიას აღნიშვნაა დასმული, რიგი დამთავრდება და ინიცირებული სვლის შესრულების შემდეგ ჯერი ავტომატურად მეორე მოთამაშეზე გადაინაცვლებს.



Back to Top

როგორ უნდა მოვხსნათ (გავიდეთ) ქვები

მას შემდეგ, რაც თხუთმეტივე ქვა არის შემოყვანილი სახლში, შეიძლება მათი მოხსნა დაფიდან. იხსნება ის ქვა, რომელიც დევს კამათელის რიცხვების შესაბამის პუნქტზე.თუკი კამათელის რიცხვის შესაბამის პუნქტზე არ არის არცერთი ქვა, აუცილებელია შესრულდეს ჩვეულებრივი სვლა უფრო მარალი პუნქტებიდან. თუკი ასეთი ქვები აღარ დარჩა, შეიძლება ქვა მოხსნა უფრო დაბალი პუნქტებიდან. ქვების მოხსნის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა მათგანი შეყვანილია. თუკი ქვების მოხსნის პროცესში ქვას მოკლავენ, მოთამაშე ვალდებულია შეიყვანოს ეს ქვა თავის სახლში და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელოს ქვების მოხსნა.

Back to Top

მარსი და კოქსი

თამაშის ბოლოს, თუკი წამგებ პოზიციაში მყოფმა მოთამაშემ მოასწრო თუნდაც ერთი ქვის გასვლა დაფიდან, იგი აგებს ერთ ქულას, თუკი მოთამაშეთაგან არც ერთს არა აქვს გამოცხადებული დავი. მაგრამ თუკი წაგებულმა ვერ მოასწრო დაფიდან ვერცერთი ქვის გასვლა, იგი აგებს მარსს და კარგავს ქულების გაორმაგებულ რიცხვს. ხოლო თუკი წაგებულს არა აქვს გასული არცერთი ქვა და ერთი ან რამდენიმე ქვა დარჩენილი აქვს ბარზე ან მოწინააღმდეგის სახლში, იგი აგებს კოქსს და კარგავს ქულათა გასამმაგებულ რიცხვს.

Back to Top

საკომისიო ფსონები ნამდვილ ფულზე თამაშში

ერთი თამაში (ფულზე)
საკომისიო გადასახადი ირიცხება საბოლოო მოგების თანხიდან გამომდინარე (გამარჯვებული იხდის ორივე მოთამაშის მაგივრად)
$49.99- მდე: 4,9%
მაგალითი: ევგენი და ალექსანდრე თამაშობენ ერთეულ თამაშს საწყისი ფსონით $5. ალექსანდრე იგებს მარსს. მისი ბალანსი გაიზრდება $9,12 - ით, ხოლო ევგენის ბალანსი შემცირდება $10 - ით (საკომისიო შეადგენს $0,49).

$50 - დან $99.99- მდე: 3,9%

$100 - ს ზემოთ: 2,9%

თამაშების სერია (მატჩი)
საკომისიო ერიცხება ფსონის თანხას პლიუს 0,5% ყოველი დამატებითი ქულისათვის, თუკი მათი რაოდენობა აღემატება 1 - ს (გამარჯვებული იხდის ორივე მოთამაშის მაგივრად).

$49.99 - მდე:
საბაზისო საკომისიო (1 ქულაზე): 4,9%, ყოველ დამატებით ქულაზე: +0,5%, მაქსიმალური საკომისიო: 9,9%

მაგალითად: დიანა და იულია თამაშობენ თამაშების სერიას (მატჩების) 3 ქულამდე ფსონით $10. დიანა იგებს მატჩს ანგარიშით 3-1.საკომისიო 3 ქულისათვის გამოითვლება ფორმულით: 4,9%+2*0.5%=5,9% საკომისიო, რომელიც ამოიღება თითოეული მოთამაშისაგან, უდრის დიანას ბალანსი იზრდება $8,82 - მდე, ხოლო იულიას ბალანსი მცირდება $10 - ით.

$50 - დან $99.99 - მდე:
საბაზისო საკომისიო (1 ქულაზე): 4,4%, ყოველ დამატებით ქულაზე: +0,5%, მაქსიმალური საკომისიო: 8,9%

$100 - ს ზევით:
საბაზისო საკომისიო (1 ქულაზე): 3,9%, ყოველ დამატებით ქულაზე: +0,5%, მაქსიმალური საკომისიო: 7,9%

ჩვენ მხარს ვუჭერთ მატჩებს დაახლოებით თანაბარი რეიტინგის მქონე მოთამაშეებს შორის, ამიტომ:
საკომისიო ფსონი იზრდება 25% - ით, თუკი ერთერთი მოთამაშის რეიტინგი 1620 - ზე ნაკლებია.

ან:
თუკი რეიტინგების განსხვავებულობა მერყეობს 100 - დან 199 - მდე დიაპაზონში, საკომისიო იზრდება 50% - ით;
თუკი რეიტინგების განსხვავებულობა უდრის 200 -ს ან მეტია მასზე, საკომისიო იზრდება 100% - ით;
თუკი რეიტინგების განსხვავებულობა უდრის 250 -ს ან მეტია მასზე, საკომისიო იზრდება 150% - ით;
თუკი რეიტინგების განსხვავებულობა უდრის 300 -ს ან მეტია მასზე, საკომისიო იზრდება 200% - ით;
მოქმედებს შემდეგი წესები:
თუკი რეიტინგების განსხვავებულობა უდრის 300 -ს ან მეტია მასზე, საკომისიო იზრდება 200% - ით;რეიტინგი, რომელიც მცირეა 1400 - ზე, განიხილება, როგორც რეიტინგი 1400 და აისახება, როგორც 1400*;

Dark Room
საკომისიო გადასახადი ირიცხება საბოლოო მოგების თანხიდან გამომდინარე (გამარჯვებული იხდის ორივე მოთამაშის მაგივრად)
$49.99 - მდე: 5,9%
$50 - დან $99.99 - მდე: 4,9%
$100 - ს ზემოთ: 3,9%


Back to Top

აკრძალული ქმედებები

  • აკრძალულია თამაში იმ პირებისათვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აშშ-ში, შტატებში - არიზონა, ვერმონტი, კონნექტიკუტი, ლუიზიანა, მონტანა და ფლორიდა, ასევე ნებისმიერ სხვა შტატში ან ტერიტორიაზე, სადაც კანონით არის აკრძალული და (ან) არ არის ნებადართული ამ თამაშში მონაწილეობის მიღება ან ზოგადად ნებისმიერი პრიზის მოგება.


  • აკრძალულია ერთიდაიგივე სახელზე, ერთიდაიგივე კომპიუტერიდან ან ერთიდაიგივე საფოსტო მისამართის მითითებით ერთზე მეტი სააღრიცხვო ბარათის შექმნა.


  • აკრძალულია ნებისმიერი პროგრამული ან აპარატული უზრუნველყოფის გამოყენება, რომელიც ეხმარება თამაშის პროცესში. საიტზე თვალყურს მიადევნებენ მსგავსი დამხმარე საშუალებების გამოყენების ნებისმიერ მცდელობას. როგორც კი აღმოჩნდება მსგავსი რამ, თქვენი სააღრიცხვო ბარათი მყისიერად დაიხურება.


  • აკრძალულია სხვა მოთამაშეებთან კონსულტაცია და მათი დახმარება თამაშის პროცესში ჩატის ან რომელიმე სხვა საშუალების დახმარებით.


  • აკრძალულია სპეციალურად წაგება ან რაიმე სხვა საშუალებით რეიტინგით მანიპულირება ან სათამაშო უპირატესობის მიღება.


  • აკრძალულია საიტის გამოყენება ფულის ერტი ანგარიშიდან მეორეზე გადატანისათვის.


  • აკრძალულია საიტის სხვა მომხმარებლების შეწუხება და თავის მობეზრება, შეურაცმყოფელი მასალების გამოქვეყნება და შეურაცმყოფელი სიტყვებისა და წინადადებების გამოყენება.


  • აკრძალულია სპამ - ის გაგზავნა ელექტრონულ ან ჩვეულებრივ შეტყობინებებში, მათ შორის: (I) ელ-ფოსტით მიღებული ნებისმიერი არასასურველი შეტყობინება; (II) საიტზე გამეორებული შეტყობინებების, რომელთაც არა აქვთ კავშირი განსახილველ საკითხთან; (III) ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების რეკლამა.


  • აკრძალულია წინასწარ განზრახული გათიშვები თამაშის პროცესში ან დროის გაჭიანურება გლობალურ ტაიმერზე დროის ამოწურვამდე.


საიტზე თვალყურს ადევნებენ ნებისმიერ ზემოთჩამოთვლილ ქმედებას. თუკი კომპანიის თანამშრომლების მიერ შემჩნეული იქნება რაიმე სახის აკრძალული საქმიანობა, თქვენი სააღრიცხვო ჩანაწერი გაფრთხილების გარეშე იქნება მყისიერად ლიკვიდირებული.

სააღრიცხვო ჩანაწერის ლიკვიდაციის შემდეგ თქვენ აღარ იქნებით საიტის წევრი და რეგისტრაციის თქვენი მომდევნო მცდელობები ბლოკირებული იქნება. თქვენ აგეკრძალებათ საიტის წევრობა და თამაშსი მონაწილეობა.

Back to Top

კროუფორდის წესი

კროუფორდის წესის დროს შეუძლებელია წყვილების სერიების არსებობას კონკრეტული მატჩების დროს, თუ რომელიმე მოთამაშეს აკლია ერთი ქულა საბოლოო შედეგამდე.

მაგალითი: ვთქვათ, ორი მოთამაშე თამაშობს მატჩს 7-მდე. თუკი ანგარიში შეადგენს 6-2-ს, მაშინ შემდეგი თამაშისათვის ორმაგი წყვილი არ იქნება დასაშვები.
მიუხედავად ამისა, თუ თამაშს იგებს მოთამაშე, რომელიც ჩამორჩება, ანგარიში იქნება 6-3-ზე და შემდეგი თამაშისათვის შესაძლებელი იქნება ორმაგი წყვილი.

Back to Top

კოჭების გადაადგილება

ნარდის კოჭების გადაადგილებას განსაზღვრავს კამათლები და ექვემდებარება შემდეგ წესებს:

კოჭების გადაადგილება ყოველთვის წარმოებს პირდაპირ.მოთამაშეს შეუძლია გადაადგილოს კოჭი მხოლოდ თავისუფად ადგილას, სადაც არის არის ერთი კოჭი ან არ არის მოწინააღმდეგის კოჭი.
თვითეული კოჭის მაჩვენებელი აღნიშნავს ცალკეულ გადაადგილებას.
მოთამაშე, რომელსაც ამოუვა წყვილი ნომერი კამათელზე, აკეთებს კამათელზე აღნიშნული რიცხვის ორმაგ გადაადგილებას.კოჭების გადაადგილება კამათლების გაგორების შესაბამისად ხდება მანამდე, სანამ ეს შესაძლებელია
(მოთამაშეს არ შეუძლია მისი კოჭის გადაადგილება მხოლოდ ერთი კამათლის მონაცემების შესაბამისად.

Back to Top

ტურნირები ნარდში

ტურნირი ნარდში წარმოადგენს შეჯიბრს, რომელშიდაც მონაწილეობას იღებს მოთამაშეთა დიდი რაოდენობა. ნარდის ტურნირები მოიცავენ წყვილების ჯგუფებს, საიდანაც თვითეული მოიცავს შეჯიბრების მონაწილეთა ქვე-წყვილებს.. ნარდის ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდება ინდივიდუალური წყვილების გაერთიანებული შედეგების მიხედვით.

ნარდის ყველა სახის ტურნირი არსებობს: “Sit & Go” ტურნირი, Knockout ტურნირი, Satellite ტურნირი , swing ტურნირი , ა.შ..

დამატებითი ინფორმაცია ნარდის ტურნირზე.

Back to Top