ხშირად დასმული კითხვები

რა არის VIP ქულები და სამაღაზიო ქულები?

როდესაც თამაშობთ Play65™-ში, თქვენ მიიღებთ ქულებს თქვენს მიერ გადახდილი ყოველი დოლარისათვის.

ეს ქულები VIP კლუბისათვის ერთგვარი სამშენებლო მასალაა. არსებობს ორი სხვადასხვანაირი სახეობის ქულები:
  • VIP ქულები
  • სამაღაზიო ქულები

ყოველთვის, როდესაც თქვენ მიიღებთ ერთ VIP ქულას, თქვენი VIP დონის შესაბამისად თქვენ აგრეთვე მოიპოვებთ ერთ ან მეტ სამაღაზიო ქულასაც. მაგალითად, თუ თქვენ ოქროს დონის VIP მოთამაშე ბრძანდებით, მაშინ თქვენ მიიღებთ 2,5 სამაღაზიო ქულას ყოველი ერთი VIP ქულისათვის.

VIP ქულები არსებობს მხოლოდ იმისათვის, რომ განისაზღვროს თქვენი VIP დონე და არ შეიძლება იყოს გაცვლილი.

სამაღაზიო ქულებს გააჩნია ფულადი ფასეულობა და მათი გამოყენება შეიძლება შეჯიბრებში მონაწილეობის მისაღებად, VIP მაღაზიაში საგნების შესაძენად და მათი ნაღდ ფულზე გაცვლაც შესაძლებელია.

სამაღაზიო ქულები გადაცვლილი იქნება ნაღდ ფულზე შემდეგი საკონვერტაციო კურსის მიხედვით:
100,000 სამაღაზიო ქულა -> 400$
50,000 სამაღაზიო ქულა -> 200$
10,000 სამაღაზიო ქულა -> 40$
5,000 სამაღაზიო ქულა -> 15$

როგორ შემიძლია მოვიპოვო VIP ქულები და სამაღაზიო ქულები?

VIP ქულების დაგროვება ისეთივე იოლია, როგორც ნარდის თამაში. თქვენ მოიპოვებთ ქულებს Play65™-ში რეალურ ფულზე თამაშის დროს. თქვენ ღებულობთ VIP ქულებს შემდეგი კურსის მიხედვით: 1 VIP ქულა (და შესაბამისი სამაღაზიო ქულები) თქვენი წილიდან გადახდილი ყოველი 1 დოლარისათვის. დაწილადებული VIP ქულები ჯამდება მეასედებში და შემდეგ ემატება VIP ბალანსს (მას შემდეგ, რაც მიაღწევს 1 ქულას).

  • მაგალითად, 15,5-დოლარიან თამაშში მოთამაშე იღებს 15,5 VIP ქულას, ასე რომ, ამ შემთხვევაში თამაშის დროს ის მიიღებს 15 VIP ქულას და 0,5 ქულა იქნება დაგროვილი (შესაბამის სამაღაზიო ქულებთან დამატებით).

ფსონებს ევროებში და გირვანქა სტერლინგებში ქულები დაერიცხებათ ვალუტის კურსის ცვალებადობის და VIP დონის სტატუსის მიხედვით, ანუ ბრინჯაოს დონის VIP მოთამაშე, რომელიც თამაშობს 1 ევროს ფსონით, მიიღებს დაახლოებით 1,3 VIP ქულას და 1,3 სამაღაზიო ქულას.

  • მაგალითად, 10 ევროიან თამაშში მოთამაშე მიიღებს 13 VIP ქულას (€ -> 1$.3 გადაცვლის კურსზე დაყრდნობით).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ "Play Money" და "Freeroll" შეჯიბრები არ ითვალისწინებს ნაღდ გადასახადებს და, შესაბამისად, არ მიაკუთნებს VIP ქულებს ან სამაღაზიო ქულებს.

შემიძლია თუ არა, მივიღო სამაღაზიო ქულები მანამ, სანამ გამაჩნია მოქმედი ბონუსი ჩემს ანგარიშზე?

არა. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ VIP ქულების დაგროვება, სანამ თქვენ გაგაჩნიათ მოქმედი ან განხილვის სტადიაში მყოფი ბონუსები თქვენს ანგარიშზე. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მხარდამჭერ სამსახურს, თუ გსურთ ბონუსის გაუქმება სამაღაზიო ქულების მიღების სანაცვლოდ.

როგორ შემიძლია ჩემი VIP სტატუსის გადამოწმება?

Play65™-ის მოლარის ელ. გვერდზე თქვენ ნახავთ დეტალურ ინფორმაციას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თქვენი VIP სტატუსის შესახებ, იმის შესახებ, თუ რა დროის განმავლობაშია ის ძალაში, რამდენი VIP ქულა გესაჭიროვებათ მომდევნო VIP დონის მისაღწევად, თქვენი სამაღაზიო ქულების ბალანსს და ჩვენი განსაკუთრებული საჩუქრების VIP მაღაზიის ბმულს.

რამდენ ხანს გრძელდება ჩემი VIP სტატუსი?

თქვენი VIP სტატუსი გაგრძელდება მომდევნო კალენდარული თვის ბოლომდე, თუ თქვენ არ გაივლით გადაკვალიფიცირებას ამავე დონისთვის ან თუ არ მიიღებთ უფრო მაღალი დონის კვალიფიკაციას.

ასე რომ, თუ თქვენ დააგროვეთ 10,000 VIP ქულა 1 ივნისიდან 20 ივნისამდე, თქვენ მიაღწიეთ ოქროს დონის სტატუსს ივნისის თვისათვის. თქვენი ეს სტატუსი გაგრძელდება ივლისის ბოლომდე. თუ თქვენ გაივლით გადაკვალიფიცირებას ივლისის თვის განმავლობაში (და მოიპოვებთ სხვა 10,000 VIP ქულას), თქვენი ოქროს დონის სტატუსი გაგრძელდება აგვისტოს თვის ბოლომდე და ა.შ.

გასაგებია, რომ, თუ მივიღებ ვერცხლის დონის სტატუსის კვალიფიკაციას მაისში, მე შევინარჩუნებ ამ სტატუსს ივნისის ბოლომდე, მაშინაც კი, თუ მე არ მივიღებ ახალ კვალიფიკაციას ივნისის თვის განმავლობაში. კიდევ მივიღებ, თუ არა ბონუსის სახით სამაღაზიო ქულებს ივნისის თვის განმავლობაში?

დიახ. თქვენ ვერცხლის დონის VIP პირი ბრძანდებით ივნისის თვის განმავლობაში, მათ შორის, გაქვთ უფლება დააგროვოთ სამაღაზიო ქულები ბონუსის სახით.

შესაძლებელია, რომ VIP ქულებს გაუვიდეს მოქმედების ვადა?

დიახ. მრიცხველი ჩამოყრის ქულებს ყოველი თვის პირველ რიცხვში.

შესაძლებელია, რომ სამაღაზიო ქულებს გაუვიდეს მოქმედების ვადა?

სამაღაზიო ქულებს გასდით მოქმედების ვადა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში თქვენ არ მოგიპოვებიათ არცერთი სამაღაზიო ქულა. მაგალითად, თუ თქვენ მოიპოვეთ ნებისმიერი რაოდენობის სამაღაზიო ქულა 2010 წელს, თქვენს სამაღაზიო ქულებს ამ წელს მოქმედების ვადა არ გაუვათ. მაგრამ, თუ თქვენ არ დააგროვებთ სამაღაზიო ქულებს 2011 კალენდარული წლის განმავლობაში, მაშინ თქვენს სამაღაზიო ქულებს გაუვათ მოქმედების ვადა 2012 წლის 1 იანვარს.

შემიძლია თუ არა სამაღაზიო ქულების მეშვეობით შევიძინო Play65™-ს შეჯიბრები?

დიახ. მოლარის ელ. გვერდზე დააჭირეთ ღილაკზე - VIP, იქ შესაძლებელი იქნება შეიძინოთ შეჯიბრების წილები.